Foto

ხაბეიშვილი - საქართველოს ყველა რაიონში და ქალაქში იქნება პროტესტი, ყველამ თქვენი ბრაზი ბიძინა ივანიშვილის და ამ რუსების წინააღმდეგ გამოხატეთ

საქართველოს ყველა რაიონში და ქალაქში იქნება პროტესტი, ყველამ თქვენი ბრაზი ბიძინა ივანიშვილის და ამ რუსების წინააღმდეგ გამოხატეთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმე, უდრის ევროპულ მომავალს და პირდაპირ კავშირშია მასთან.

"საქართველოს ყველა რაიონში და ქალაქში იქნება პროტესტი, ყველამ თქვენი ბრაზი ბიძინა ივანიშვილის და ამ რუსების წინააღმდეგ გამოხატეთ, მოგმართავთ ახალგაზრდებს ვისაც არ გინდათ რუსეთში ცხოვრება ვისაც გინდათ თავისუფალ დემოკრატიულ ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება, ეს არის თქვენი საბრძოლი, თქვენი პროტესტი, ეს არის ის გზა, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავიაროთ, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე უდრის ევროპულ მომავალს, მისი სიცოცხლე პირდაპირ კავშირშია ჩვენ ევროპულ მომავალთან, ნურავინ იფიქრებთ, რომ თუ სააკაშვილს ციხეში წამებით მოკლავენ, ჩვენ ევროპაში ხელგაშლილები მიგვიღებენ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.